ივანიშვილის პოლიტიკამ აშშ-სთან ურთიერთობა კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ოლიგარქის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ფაქტობრივად წყვეტს. პრემიერმინისტრ კობახიძესა და მის დელეგაციას ამერიკის პრეზიდენტის ტრადიციულ მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს. ამასთან, სულ უფრო რეალური ხდება ინფორმაცია, რომ საქართველო ვაშინგტონში ელჩის გარეშე დარჩება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამზადებულია. სრული კრახისა და იზოლაციის შემდეგ, გაეროს ასამბლეაზე ჩასული კობახიძე რამდენიმე საათია დუმს.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ფიასკო
25 სექ 202419:58
3 წუთის საკითხავი